Sunday, July 13, 2014

 11.07.2014.
    დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ ჩვენს მიერ გაკეთებული საშინაო დავალების წარდგენით,კერძოდ პროექტის განხილვით,თითქმის ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა იდეა მომავალი პროექტისა რომელიც შემდგომში უნდა შევთავაზოთ მოსწავლეებს. დღეს ასევე ვისწავლეთ blog-ში სურათებისა და ტექსტის გადმოტანა და გაფორმება.


     მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით,ისევე როგორც სხვა ტრენინგებით უამრავი რამ შევისწავლე რაც არ ვიცოდი და მიუწვდომლად მიმაჩნდა,მაგრამ თურმე კარგი პედაგოგის ხელმძღვანელობით შეუძლებელი არაფერია,ამისათვის დიდი მადლობა ჩვენს მაიკოს.



  არაფერი არ მინდოდა, არაფრისთვის ვიყავ ცადო არაფერი არ გამოვა  არაფრისთვის უნდა ვცადო

თითქმის ამ განწყობით ვიყავი,მაგრამ მგონი გამომივიდა ამას ისიც ადასტურებს,რომ ამ დავალებას ვასრულებ ახლა. 

ამ მთიულურ ლექსს კი ჩვენს მასწავლებელს ვუძღვნი.
          
       ქალავ საიდან მოგვიხველ
       სადაურადღა ჩაგთვალოთ,
       იშვიათი გაქვს ბუნება,
       თვალზე გიშერი სად ვთვალო,
       ერიდე დილით ადგომას,
       ცხრათვალა მზე არ გათვალო.
                                            
                       პატივისცემით:   იამზე ბექაური.






          








No comments:

Post a Comment