Friday, July 11, 2014

გუდამაყრის ხეობა

                                                                          
 გუდამაყრის ხეობა


ფასანაურს რომ გასცდები,
სად გზებზედ წყალნი რბიანო
სხვა თუ არ მეტყვის შენს ამბავს
ნისლები მიამბიანო,
ამდენი ხანი მარტო ხარ,
ნეტამც არ დავაგვიანო,
ძლიერ მიყვარხართ მთა-ველო
ტყეებო ქარიშხლიანო,
მთით მოდგაფუნე არაგვო


არღუნო ქვა-ღორღიანო
თქვენ წმინდა წყლები მაგიდით
ცუდნი ვერ გეწევიანო
ერთად მომბანეთ იარა,
თუ ოდეს ვისისხლიანო
მთიდან მამიტათ სასახლე
შავკრათ და ვიცრემლიანოთ.
მე შვება მინდა ვიგემა
მით გაგდებ ბარო ზიანო
თოფი მოჰმართო ვერ მამკლა,
თუნდ გული დამიზიანო,
ბარში სიკვდილი არა მწადს,
მთას მინდა ზვავო მიარო
ცავ წვიმით დამიტირებდე
მიწავ მათბობდე მზიანო
შავი არაგვი მიგლოვებს
თეთრია ქორწილიანი 
ბარმა ღალატი მაგემა,
მთავ არ ხარ ღალატიანი.


           დიდი სიყვარულით  ი.ბექაური.


                                                        — აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. მდებარეობს მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობაში. დასავლეთით მას ესაზღვრება მთიულეთი, ჩრდილოეთით — ხევი, აღმოსავლეთით — ხევსურეთი და ფშავი, სამხრეთით — ხანდო და ჭართალი. გუდამაყარი ხევისგან გამოყოფილია კავკასიონის მთავარი ქედით, ხოლო ფშავ-ხევსურეთისაგან - გუდამაყრის ქედით. ამ ქედზე გადიოდა გვიანდელი ხანის ქართლისა და კახეთის სამეფოთა საზღვარი, გუდამაყრელებს იხსენიებს ლეონტი მროველი (XI ს.) ქართლის გაქრისტიანების ისტორიასთან (IV ს.) დაკავშირებით - ქართველთა განმანათლებელი ნინო სხვა მთიელებთან ერთად წობენში მათ ქრისტიანობას უქადაგებდა. გუდამაყარიდანაა ცნობილი მწერლი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი. იგი თავის არაერთ ნაწარმოებში იხსენიებს მშობლიურ მხარეს. გუდამაყარში მეურნეობის წამყვანი დარგი იმთავითვე იყო მეცხოველეობა. გუდამაყრის მხარის ისტორიულ ძეგლთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრინდელი ფეოდალური ხანის მახვილის ციხე, რომელიც ბაკურხევის მარჯვენა მხარეზე მდებარეობს, მახვილივით აზიდულ მთაზე, და პირიმზის ფუძის ანგელოზის ეკლესია სოფ. ჩოხში. გუდამაყრის ხეობაზე გადიოდა საქართველოს თანამედროვე სამხედრო გზის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც არაგვის ხეობას ხევთან აკავშირებდა. ფეოდალურ ხანაში გუდამაყარი არაგვის საერისთავოში შედიოდა. XIX საუკუნეში იგი დუშეთის მაზრის შემადგენლობაში იყო. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით გუდამაყრის ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის საკრებულოში.

No comments:

Post a Comment