Sunday, July 20, 2014

Республика Грузии


პროექტის სახელწოდება
Республика Грузии
პროექტის მთავარი იდეა  (თემა) 1–2 წინადადებით.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა.მოსაზღვრე ქვეყნები,ტრადიციები,
მოკლე ისტორიული ცნობები.

 პროექტის აქტუალობა
მოსწავლე თვითონ მოიძიებს პროექტისთვის საჭირო მასალას.

 პროექტის მიზნები
მოსწავლე შეისწავლის სამიზნე ქვეყნებთან  დაკავში–
რებულ გეოგრაფიულ,დემოგრაფიულ მონაცემებს,
მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებს.ცნობს ხელოვნებისა და არქიტექტურულ ნიმუშებს.ცნობს ისტორიულ და გამოჰენილ ადამიანებს.

მონაწილეთა ასაკი.

                            9–ე კლასი

ვადები/ხანგძლივობა

                                  1–2 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას.
შეიქმნება კედლის გაზეთი,ან ჟურნალი
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
სახელმძღვანელო Русский язык  ს–4
ავტორები: მ.ლორთქიფანიძე,
                    ი.ჩიმაკაძე
                    თ.ჩხეიძე
კომპიუტერი,ისტორიული სახელმძღვანელოები.
საქართველოს რუქა.პოტოაპარატი
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)
მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად,თითოეულ ჯგუფს დაევალება ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა თემაზე,მაგ: 1–ქათრული ტრადიციები,2–ისტორიული წყაროები,3–გეოგრაფიული მდებარეობა მეზობელი ქვეყნები.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გეოგრაფია,ისტორია.ხელოვნება
მოსწავლე ინტეგრაციას ახდენს ამ საგნებთან,აკავშირებს მოვლენებს ფაქტებს.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
რუსული ენის პედაგოგი იამზე ბექაური
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
iamzebadri@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
იამზე ბექაური.

Sunday, July 13, 2014

 11.07.2014.
    დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ ჩვენს მიერ გაკეთებული საშინაო დავალების წარდგენით,კერძოდ პროექტის განხილვით,თითქმის ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა იდეა მომავალი პროექტისა რომელიც შემდგომში უნდა შევთავაზოთ მოსწავლეებს. დღეს ასევე ვისწავლეთ blog-ში სურათებისა და ტექსტის გადმოტანა და გაფორმება.


     მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით,ისევე როგორც სხვა ტრენინგებით უამრავი რამ შევისწავლე რაც არ ვიცოდი და მიუწვდომლად მიმაჩნდა,მაგრამ თურმე კარგი პედაგოგის ხელმძღვანელობით შეუძლებელი არაფერია,ამისათვის დიდი მადლობა ჩვენს მაიკოს.



  არაფერი არ მინდოდა, არაფრისთვის ვიყავ ცადო არაფერი არ გამოვა  არაფრისთვის უნდა ვცადო

თითქმის ამ განწყობით ვიყავი,მაგრამ მგონი გამომივიდა ამას ისიც ადასტურებს,რომ ამ დავალებას ვასრულებ ახლა. 

ამ მთიულურ ლექსს კი ჩვენს მასწავლებელს ვუძღვნი.
          
       ქალავ საიდან მოგვიხველ
       სადაურადღა ჩაგთვალოთ,
       იშვიათი გაქვს ბუნება,
       თვალზე გიშერი სად ვთვალო,
       ერიდე დილით ადგომას,
       ცხრათვალა მზე არ გათვალო.
                                            
                       პატივისცემით:   იამზე ბექაური.






          








იამზე ბექაური

 11.07.2014.
    დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ ჩვენს მიერ გაკეთებული საშინაო დავალების წარდგენით,კერძოდ პროექტის განხილვით,თითქმის ყველა მასწავლებელმა წარმოადგინა იდეა მომავალი პროექტისა რომელიც შემდგომში უნდა შევთავაზოთ მოსწავლეებს. დღეს ასევე ვისწავლეთ blog-ში სურათებისა და ტექსტის გადმოტანა და გაფორმება.


     მე ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით,ისევე როგორც სხვა ტრენინგებით უამრავი რამ შევისწავლე რაც არ ვიცოდი და მიუწვდომლად მიმაჩნდა,მაგრამ თურმე კარგი პედაგოგის ხელმძღვანელობით შეუძლებელი არაფერია,ამისათვის დიდი მადლობა ჩვენს მაიკოს.



  არაფერი არ მინდოდა, არაფრისთვის ვიყავ ცადო არაფერი არ გამოვა  არაფრისთვის უნდა ვცადო

თითქმის ამ განწყობით ვიყავი,მაგრამ მგონი გამომივიდა ამას ისიც ადასტურებს,რომ ამ დავალებას ვასრულებ ახლა. 

ამ მთიულურ ლექსს კი ჩვენს მასწავლებელს ვუძღვნი.
          
       ქალავ საიდან მოგვიხველ
       სადაურადღა ჩაგთვალოთ,
       იშვიათი გაქვს ბუნება,
       თვალზე გიშერი სად ვთვალო,
       ერიდე დილით ადგომას,
       ცხრათვალა მზე არ გათვალო.
                                            
                       პატივისცემით:   იამზე ბექაური.






          








Friday, July 11, 2014

გუდამაყრის ხეობა

                                                                          
 გუდამაყრის ხეობა


ფასანაურს რომ გასცდები,
სად გზებზედ წყალნი რბიანო
სხვა თუ არ მეტყვის შენს ამბავს
ნისლები მიამბიანო,
ამდენი ხანი მარტო ხარ,
ნეტამც არ დავაგვიანო,
ძლიერ მიყვარხართ მთა-ველო
ტყეებო ქარიშხლიანო,
მთით მოდგაფუნე არაგვო


არღუნო ქვა-ღორღიანო
თქვენ წმინდა წყლები მაგიდით
ცუდნი ვერ გეწევიანო
ერთად მომბანეთ იარა,
თუ ოდეს ვისისხლიანო
მთიდან მამიტათ სასახლე
შავკრათ და ვიცრემლიანოთ.
მე შვება მინდა ვიგემა
მით გაგდებ ბარო ზიანო
თოფი მოჰმართო ვერ მამკლა,
თუნდ გული დამიზიანო,
ბარში სიკვდილი არა მწადს,
მთას მინდა ზვავო მიარო
ცავ წვიმით დამიტირებდე
მიწავ მათბობდე მზიანო
შავი არაგვი მიგლოვებს
თეთრია ქორწილიანი 
ბარმა ღალატი მაგემა,
მთავ არ ხარ ღალატიანი.


           დიდი სიყვარულით  ი.ბექაური.


                                                        — აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. მდებარეობს მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობაში. დასავლეთით მას ესაზღვრება მთიულეთი, ჩრდილოეთით — ხევი, აღმოსავლეთით — ხევსურეთი და ფშავი, სამხრეთით — ხანდო და ჭართალი. გუდამაყარი ხევისგან გამოყოფილია კავკასიონის მთავარი ქედით, ხოლო ფშავ-ხევსურეთისაგან - გუდამაყრის ქედით. ამ ქედზე გადიოდა გვიანდელი ხანის ქართლისა და კახეთის სამეფოთა საზღვარი, გუდამაყრელებს იხსენიებს ლეონტი მროველი (XI ს.) ქართლის გაქრისტიანების ისტორიასთან (IV ს.) დაკავშირებით - ქართველთა განმანათლებელი ნინო სხვა მთიელებთან ერთად წობენში მათ ქრისტიანობას უქადაგებდა. გუდამაყარიდანაა ცნობილი მწერლი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელი. იგი თავის არაერთ ნაწარმოებში იხსენიებს მშობლიურ მხარეს. გუდამაყარში მეურნეობის წამყვანი დარგი იმთავითვე იყო მეცხოველეობა. გუდამაყრის მხარის ისტორიულ ძეგლთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრინდელი ფეოდალური ხანის მახვილის ციხე, რომელიც ბაკურხევის მარჯვენა მხარეზე მდებარეობს, მახვილივით აზიდულ მთაზე, და პირიმზის ფუძის ანგელოზის ეკლესია სოფ. ჩოხში. გუდამაყრის ხეობაზე გადიოდა საქართველოს თანამედროვე სამხედრო გზის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც არაგვის ხეობას ხევთან აკავშირებდა. ფეოდალურ ხანაში გუდამაყარი არაგვის საერისთავოში შედიოდა. XIX საუკუნეში იგი დუშეთის მაზრის შემადგენლობაში იყო. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით გუდამაყრის ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის საკრებულოში.

Thursday, July 10, 2014

იამზე ბექაური

    10.07.2014.
                                                         ტრენინგის შესახებ

              დღევანდელი ტრენინგი იყო მეტად მნიშვნელოვანი ჩემთვის.ჩვენ ვისწავლეთ ბლოგ-ში მუშაობა,ინფორმაციის დისკზე ატვირთვა და შენახვა.

iamze.beqauri

 იამზე ბექაური. ს.ს.ი.პ.ქ.თბილისის №79 საჯარო სკოლა. რუსული ენის პედაგოგი.

                     ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო ალბათ ყველაზე და ყველაფერზე მეტად იმიტომ,რომ მშობლების დაკარგვას ძალაუნებურად შევეგუე, მაგრამ სამშობლოს თუ დავკარგავ დარწმუნებული ვარ მოვკვდები. ვაჟად მინდოდა დავბადებულიყავი მხოლოდ იმიტომ რომ სამშობლოსათვის ბრძოლაში მოვმკვდარიყავი.მშურს იმ ვაჟკაცების ვინც სამშობლოსათვის გასწირა თავისი სიცოცხლე.ამ ქვეყანაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს.მე ასე ვფიქრობ.

                      ჩემი ჰობია სამზარეულოში საჭმლის კეთება.შედეგი მხიბლავს,თან სხვასაც რომ მოსწონს მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამით.